Accentnews.ge
9 ივლისს „ქალთა ქსელი - თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

9 ივლისს „ქალთა ქსელი - თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება

06/07/2022 09:32:46 პოლიტიკა

9 ივლისს, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ქალებს უმასპინძლებს.

როგორც "აქცენტს" ფონდიდან აცნობეს, ღონისძიების სადისკუსიო ფორმატი მოსაზრებების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს.

"შესაძლებლობა გვექნება, ვიმსჯელოთ ქალთა გამოწვევებზე საქართველოში და შევაჯამოთ შედეგები. ღონისძიების ფარგლებში „ქალთა ქსელი - თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია გაიმართება" - აცხადებენ ფონდში.

ღონისძიება 9 ივლისს, 10:00 საათზე “რედისონ ბლუ ივერიაში” გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S