Accentnews.ge
კორტნი: "არც ერთ ოლიგარქს უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს"

კორტნი: "არც ერთ ოლიგარქს უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც ივანიშვილი ასრულებს"

06/07/2022 10:30:39 პოლიტიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი აცხადებს, რომ არც ერთ ოლიგარქს არსად უთამაშია იმგვარი როლი, როგორსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში ასრულებს.

როგორც დიპლომატმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, დეოლიგარქიზაცია საქართველოში გულისხმობს გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და გარკვეული გაგებით, ეს უკავშირდება ივანიშვილის გადაჭარბებულ პოლიტიკურ როლს.

„დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე, საქართველოს ერთმანეთის მიყოლებით ჰყავდა გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი, რომლებმაც გადაჭარბებული როლი შეასრულეს. უკრაინას ჰყავდა ეკონომიკური ოლიგარქები, რომლებსაც ჰქონდათ გარკვეული პოლიტიკური გავლენა, მაგრამ არც ერთ ოლიგარქს, არსად არ უთამაშია ისეთი როლი, როგორსაც, მაგალითად, ივანიშვილი ასრულებს. ამდენად, დეოლიგარქიზაცია ნამდვილად გულისხმობს საქართველოში გარკვეული პიროვნებების დიდი პოლიტიკური როლის შემცირებას და პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომელიც ინტერესებზეა დაფუძნებული და არა ინდივიდებზე. მაგალითად, ნორმალურ დემოკრატიებს აქვთ კონსერვატიული, ლიბერალური პარტიები. საქართველოში კი პოლიტიკური პარტიები პიროვნებებზე, ინდივიდებზე დგას. ინსტიტუციურად ეს ნაკლებად ჯანსაღი პროცესია, ვიდრე ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა“, – განმარტავს კორტნი.

ევროკავშირმა საქართველოს ბლოკის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პირობა განუსაზღვრა, მათ შორისაა დეოლიგარქიზაცია. მმართველი გუნდი ივანიშვილის ოლიგარქიასთან კავშირს ვერ ხედავს და ირწმუნებიან, რომ მსგავს მავნე პრაქტიკასთან ბრძოლა უკვე დაიწყეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S