Accentnews.ge
მაკფოლი:  „საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების სანქცირებას განვიხილავთ“

მაკფოლი:  „საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების სანქცირებას განვიხილავთ“

06/07/2022 12:37:48 პოლიტიკა

აშშ-ს ყოფილი ელჩმა რუსეთში, უკრაინის პრეზიდენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორმა მაიკლ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში მოსალოდნელ სანქციებზე ისაუბრა.

კერძოდ, მისი თქმით, ჯგუფში საქართველოსა და ბელარუსის მოქალაქეებზე სანქციების დაწესებაზე მსჯელობას იწყებენ.

მაკფოლი ფიქრობს, რომ „უეჭველად იქნებიან ინდივიდები“ მათ შორის საქართველოში, „რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები":

"ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც მონაწილეობენ ამ ჯგუფში, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები – რა შეიძლება, გაკეთდეს. ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით.

რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S