Accentnews.ge
"ოცნების" გზავნილი, რომლის თანახმად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ევროპა ომში ჩართვას გვთხოვს, მკაფიო ანალოგიაა იმ ნარატივისა, რასაც კრემლი აწარმოებს"

"ოცნების" გზავნილი, რომლის თანახმად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ევროპა ომში ჩართვას გვთხოვს, მკაფიო ანალოგიაა იმ ნარატივისა, რასაც კრემლი აწარმოებს"

06/07/2022 18:26:53 პოლიტიკა

"ლელოს" წევრი დეპუტატი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" გზავნილი, რომლის თანახმად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ევროპა ჩვენ ომში ჩართვას გვთხოვს, არის ყველაზე უფრო მკაფიო, ზუსტი ანალოგია იმ პროპაგანდისტული ნარატივისა, რასაც მოსკოვი, კრემლი აწარმოებს".

მისი თქმით, "ოცნება" გადადის ასეთ უსაფუძვლო და ბინძურ შეტევაზე სტრატეგიული პარტნიორების მიმართ, რადგან არანაირი სხვა არგუმენტი არ დარჩენია საკუთარი გაფუჭებული საქმეების მოსაპირკეთებლად".

"ყოველგვარი საუბარი იმის თაობაზე, რომ ევროკავშირს პირობად აქვს საქართველოს ომში ჩართვა, როგორც კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი ნაბიჯი, ეს უკვე იმ კატეგორიაშია გადასული, რომელიც ვერ აღიწერება ჩვეულებრივი ტერმინებით. ვინც ამაზე ლაპარაკობს, ან ოპოზიციაში ეძებს ომის გაღვივების მსურველებს, ან ევროპაში პოულობს ასეთ ხალხს, მას საერთო არაფერი აქვს ქვეყნის ინტერესებთან, ეროვნულ სტრატეგიულ ამოცანებთან, ევროპასთან და ასეთი განცხადებების გამკეთებელი ხალხი არის პირველი დაბრკოლება ევროინტეგრაციის გზაზე. ეს ბევრჯერ ითქვა, თუმცა ამ ადამიანებს არ სურთ ეს გაიგონ, რადგან არანაირი სხვა არგუმენტი არ დარჩენიათ საკუთარი გაფუჭებული საქმეების მოსაპირკეთებლად და გადადიან ასეთ უსაფუძვლო და ბინძურ შეტევაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ. ეს გზავნილი, რომ თითქოს ჩვენი ევროინტეგრაციის გზაზე ევროპა ჩვენ ომში ჩართვას გვთხოვს, არის ყველაზე უფრო მკაფიო,ზუსტი ანალოგია იმ პროპაგანდისტული ნარატივისა, რასაც მოსკოვი, კრემლი აწარმოებს", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S