Accentnews.ge
გიორგი ვაშაძემ იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში „ეფესბეს“ დავალებას ასრულებს

გიორგი ვაშაძემ იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში „ეფესბეს“ დავალებას ასრულებს

08/07/2022 12:29:21 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ იმ ადამიანის ვინაობა დაასახელა, რომელიც მისი თქმით, საქართველოში „ეფესბეს“ დავალებას ასრულებს და ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში.

"დღეს ვაპირებ დავასახელო სახელი და გვარი იმ ადამიანის, რომელიც ჩართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ შეთქმულებაში, თავს ესხმის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს და აღვივებს რუსეთის უძლეველობის მითს - ეს არის ბატონი გოგა ხაინდრავა. ადამიანი, რომელსაც ყველა ძალიან კარგად იცნობთ. მამტკიცებელ საბუთად მინდა, მოვიყვანო ჯაბა იოსელიანის წიგნი - „სამი განზომილება“, სადაც ის ამბობს, რომ 1992 წლის 6 იანვარს, ბარათაშვილის ხიდთან გოგა ხაინდრავას „დევიატკამ“ და გია სვანაძის ბიჭებმა გაუხსნეს ცეცხლი ზვიად გამსახურდიას და მის მომხრეებს. ეს ადამიანი დღეს გამოდის და თავს ესხმის ამერიკას, ევროპას, სამშობლოს სიყვარულზე გველაპარაკება. ამ ყველაფერზე კი პასუხი არ გაუცია საქართველოს ისტორიის წინაშე. სანამ არ ვამხელთ ყველა აგენტს, რომელიც „ეფესბეს“ დავალებებს ასრულებს ქვეყანაში, მანამდე ეროვნული თანხმობა არ იქნება. ამ პროცესს აუცილებლად გავაგრძელებთ და ყველას აუცილებლად დაგასახელებთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S