Accentnews.ge
ავსტრიის კანცლერი: "საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება"

ავსტრიის კანცლერი: "საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ექნება"

08/07/2022 12:31:48 პოლიტიკა

საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში ჩვენი მხრიდან საქართველოს კონკრეტული მხარდაჭერა ექნება, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა, კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"მე, როგორც ფედერალურმა კანცლერმა საქართველოს მივეცი ცალსახა გარანტია, რომ კონკრეტული რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან საქართველოს კონკრეტული მხარდაჭერა ექნება იმისთვის, რომ შეიქმნას კონკრეტული სტაბილურობის სივრცე, სადაც ამ ძალიან რთული სიტუაციის ფონზე კონკრეტული გარანტიები იქნება მოცემული. ჩვენთვის ძალიან მნიშვნლოვანია დიალოგი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოება იმისთვის, რომ უფრო ვიზრუნოთ ევროპაში მშვიდობისთვის“,- აცხადებს ავსტრიის კანცლერი.

მისივე თქმით, თუ გამოწვევებზე თვალს დავხუჭავთ ეს არაპროდუქტიული იქნება, „უკეთესი იქნება, თუ გამოწვევებს დავინახავთ და თვალს გავუსწორებთ“.

„პრემიერმა ისაუბრა, ბოლო წლების ისტორიის განმავლობაში საქართველოს რა ნაბიჯების გადადგმა მოუწია, რომ მისულიყო დემოკრატიამდე, სამართლებრივ სახელმწიფოებრიობამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. ეს არ ხდება თავისთავად. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მნიშვნელოვნად იმიტომ მიმაჩნია, რომ თანმიმდევრულად მოხდეს თითოეული ნაბიჯის გადადგმა.

როდესაც ევროკავშირის მხრიდან მოტივაციაზე ვსაუბრობთ, მოტივაცია უნდა იყოს იმ კუთხით, რომ ამ პროცესში მოხდეს საქართველოს მხარში დგომა. თუ გამოწვევებზე თვალს დავხუჭავთ ეს არაპროდუქტიული იქნება. უკეთესი იქნება, თუ გამოწვევებს დავინახავთ და თვალს გავუსწორებთ, ამ მხრივ განვახორციელებთ პროცესს, რომელიც პოზიტიური პროცესის სახე იქნება“,- აღნიშნავს კანცლერი, რომლის თარგმანსაც „იმედი“ ავრცელებს..

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S