Accentnews.ge
„გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან“

„გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან“

08/07/2022 15:15:38 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ავსტრიის კანცლერ კარლ ნეჰამერთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში.

მისივე თქმით, „ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან“:

„საქართველო და მთელი ევროპა, მთელი მსოფლიო დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას, იქნება ეს უსაფრთხოების გამოწვევები თუ ეკონომიკის მიმართულებით. ამის მიუხედავად, საქართველო ძალიან ძლიერ ეკონომიკურ ზრდას ინარჩუნებს, ჩვენ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, სტაბილურობას ვინარჩუნებთ ქვეყანაში, პოლიტიკურს, ეკონომიკურს. უსაფრთხოების მხრივ ჩვენ გვაქვს, რა თქმა უნდა, გამოწვევები, რომელიც უკავშირდება ოკუპაციას. ბატონო კანცლერო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, ჩვენი ტერიტორიის დიდი ნაწილი არის ოკუპირებული და გამოწვევებით სავსე. ადგილზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს წინსვლას. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რაც ხდება უკრაინაში. ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ, როცა ფართომასშტაბიანი ომი გვქონდა რუსეთთან, ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა, ომის დასრულება უნდა იყოს ყველას ინტერესში. მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ ეს ომი შეწყდეს და აღდგეს მშვიდობა და სტაბილურობა“.

ამასთან, ღარიბაშვილმა პირობა დადო, რომ საქართველო შეასრულებს ევროკომისიის რეკომენდაციებს და განაცხადა, რომ რომ ამის გარანტიას აძლეს „ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს“:

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, როგორც ბატონმა კანცლერმა აღნიშნა, ჩვენ განგვესაზღვრა 12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელზეც ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა. ჩვენ გამოვედით ინიციატივით, რომ ამ პროცესში ჩაერთოს არა მხოლოდ მთავრობა და ჩვენი ხელისუფლება, არამედ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმაც მიიღონ მონაწილეობა იმისთვის, რომ ეს პროცესი გახდეს ინკლუზიური და უზრუნველყოფილი იყოს ფართო ჩართულობა. ჩვენ ამის გარანტიას ვაძლევთ ჩვენს პარტნიორებს და ჩვენს ევროპელ მეგობრებს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S