Accentnews.ge
რა საკითხებს განიხილავს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე

რა საკითხებს განიხილავს მინისტრთა კაბინეტი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე

11/07/2022 09:09:35 პოლიტიკა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 13 საკითხს განიხილავს. აქედან თითო-თითო საკითხს განათლების და ფინანსთა მინისტრები, 8 საკითხს ეკონომიკის, ხოლო 3 საკითხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები წარადგენენ.

გასახილველი საკიტხები სია ასე გამოიყურება:

  • საქართველოს კანონის პროექტები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: განათელბის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „საქპლასტი 2022“ - სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფ/პ ზურაბ თოფურიძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 1-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 2-ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „გლდანის მზის ელექტროსადგური 3 -ის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „პივი სოლარს“ შორის „ქსნის მზის ელექტროსადგურის’’ შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „საქართველოს მთავრობასა და შპს „უოთერ 2 ვაიარ ჯორჯიას’’ შორის „ძუღური ჰესის’’ შესახებ 2020 წლის 28 დეკემბერს დადებულ ხელშეკრულების თაობაზე განსახორციელებელ რიგ ღონისძიებათა თაობაზე“ - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „შპს „ემ თი ეის“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ” - მომხსენებელი: ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი;
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში ასახვის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე” - მომხსენებელი: ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები „ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ „ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის №263 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი - გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის“ დამტკიცების შესახებ” - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „ტექნიკური რეგლამენტის - სურსათის (სასურსათო) დანამატების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ - მომხსენებელი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია;საქართველოს მთავრობა

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S