Accentnews.ge
"ევროპაში ინფლაცია და მაღალი ფასებია, ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და სტაბილურობას"

"ევროპაში ინფლაცია და მაღალი ფასებია, ამ ფონზე ჩვენ ვინარჩუნებთ ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და სტაბილურობას"

11/07/2022 10:18:33 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ევროპაში ინფლაცია და მაღალი ფასებია, ამ ფონზე ქვეყანა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობასა და სტაბილურობას ინარჩუნებს". ამის შესახებ მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"უკრაინის ომის ფონზე ევროპაში შეიქმნა ძალიან რთული ვითარება - ინფლაცია, მაღალი ფასები, მომარაგებაში შექმნილი პრობლემები, ლოჯისტიკაში პრობლემები. ასევე, ნაკლებად განვითარებული და ღარიბი ქვეყნების საკვები პროდუქტებით მომარაგების მიმართულებითაც უკვე სერიოზული პრობლემები შეინიშნება და ყველანი - ექსპერტები და მსოფლიო ლიდერები საუბრობენ იმაზე, რომ მსოფლიო შეიძლება იყოს შიმშილის რისკის ზღვარზე, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები. ამ ფონზე, როცა ევროპაში და მთელ მსოფლიოში ეკონომიკის რეცესიაა, რეცესიისკენ მიემართება პროცესები, ჩვენ ვინარჩუნებთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, მშვიდობას, სტაბილურობას და ეს ყველაფერი არის ჩვენი გუნდის დამსახურება. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება", – განაცხადა პრემიერმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S