Accentnews.ge
პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

11/07/2022 16:31:53 პოლიტიკა

პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ენმ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ლელო“ არ მონაწილეობდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი იმიტაციურია.

როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ მომზადებული 200-გვერდიანი „ობიექტური“ დოკუმენტი წარადგინეს, რომელიც სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმებს აანალიზებს.

მისი თქმით, დოკუმენტში აღწერილია ქართული მართლმსაჯულების ინსტიტუციური განვითარება 2013 წლიდან დღემდე:

„აქ საუბარია თითოეულ განხორციელებულ ცვლილებაზე, ყველა გატარებულ რეფორმაზე, ყველა რეკომენდაციაზე. რეკომენდაციების უმეტესობა შესრულებულია. თვალსაჩინოა პროგრესი, რაც სასამართლო სისტემამ განიცადა და შეუძლებელია ამ ფაქტებს კონტრფაქტებით შეეწინააღმდეგო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მზად ვართ, ოპონენტებთან ერთად ვიმსჯელოთ. მომავალ კვირას შევიკრიბებით და დოკუმენტებზე მოსაზრებებს გავცვლით“.

ოხანაშვილის თქმით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, რომლებმაც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, "ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას მაგიდას უყირავებენ":

„გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და პროცესი აწი დაიწყება.

მისი თქმით, ერთ კვირაში ოპოზიციამ თავიანთი პოზიციები უნდა წარადგინოს.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლოში მთავარი პრობლემა ნდობაა, რადგან მოსამართლეებს ყველაზე არასანდო პოლიტიკოსები ნიშნავენ.

პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, მათი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა შეეხოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს.

მისი თქმით, როგორც მმართველი გუნდისგან შეხვედრაზე მოისმინა, შემოდგომაზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსი გამოცხადდება:

იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე ყურადღება გაამახვილა „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ლევან იოსელიანმაც. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ისეთი ძალაუფლება არ უნდა ჰქონდეს, როგორიც დღეს აქვს და გადაწყვეტილებები ერთპიროვნულად არ უნდა მიიღებოდეს.

„ოთხი ტალღის თაობაზე დოკუმენტი მოვამზადე, რომელმაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ის ხარისხი ვერ უზრუნველყო, რაც იქნებოდა გარანტია ევროკავშირის სტატუსის მინიჭების. მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ყველა იყოს ჩართული, მათ შორის სამოქალაქო სექტორი, რადგან ეს შანსი არ უნდა გავუშვათ ხელიდან, რათა ისეთი ცვლილებები მივიღოთ, რაც სასამართლოს აუმაღლებს ნდობას და ევროკავშირის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული იყვნენ წინა ხელისუფლების დროს შეკვეთების განხორციელებით, ისინი ახლა მუშაობას არათუ აგრძელებენ, არამედ წახალისებული და დაწინაურებული არიან უზენაეს სასამართლოში. ზოგადად, სისტემაში არის გავლენიანი ადამიანების ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში ბევრ რამეს განაგებს. დღეს საშუალება გვაქვს, ამ ყველაფერს წერტილი დავუსვათ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას, პარლამენტის თავმჯდომარესა და „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად „გირჩის“ „მოქალაქეების“, „საქართველოსთვის“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრები იღებდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S