Accentnews.ge
"მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ეჭვები, რომ "გირჩი" "ოცნების" თამაშს თამაშობს"

"მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ეჭვები, რომ "გირჩი" "ოცნების" თამაშს თამაშობს"

11/07/2022 12:07:42 პოლიტიკა

"მიხეილ სააკაშვილს არ აქვს ეჭვები, რომ "გირჩი" "ქართული ოცნების" თამაშს თამაშობს", – ამის შესახებ "გირჩის" წევრმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ კლინიკაში მყოფი ექს–პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილთან საუბარი საინტერესო იყო.

"მაინტერესებდა, როგორ უყურებდა ინიციატივას, რომელიც პოლიტიკურ სპექტრს შევთავაზეთ და მისმა გუნდელებმა „ქართულ ოცნებასთან“ შეკვრა დაგვაბრალეს. სააკაშვილს არ გააჩნია კითხვები და ეჭვები, რომ ჩვენ „ქართული ოცნების“ თამაშს ვთამაშობთ. ცალსახად მითხრა, რომ მას შემდეგ, რაც მისი კომისიის შექმნა იგეგმებოდა და ჩვენ ღიად და ცალსახად მხარი დავუჭირეთ, მას არ ჰქონია ეჭვები, რომ ჩვენ "ქართული ოცნების" ჭკუაზე დავდივართ. შევპირდი, რომ ყველაფერს გავაკეთებდი ჩვენი გეგმის განსახორციელებლად, რომლის ერთი ნაწილიც უშუალოდ არის დაკავშირებული მისი პატიმრობიდან გათავისუფლებასთან. მისი პატიმრობა პირდაპირ უშლის ევროინტეგრაციის პროცესს ხელს. მოვუწოდებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, რომ ეს საკითხი იყოს მათთვის მნიშვნელოვანი, ტყუილად კი არ იყვირონ, არამედ უნდა თქვან, რომ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ სხვანაირად მოიქცევიან“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, "სააკაშვილს, რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, საქართველოს გზა შეფერხებული იყოს ამ თვალსაზრისით":

„ისიც თვლის, რომ პოლარიზაციის შესასუსტებლად საჭიროა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და პოლიტიკური სპექტრი არ უნდა იყოს დამძიმებული ისეთი ამბებით, როგორიც არის მიხეილს სააკაშვილის პატიმრობა. მას ასევე აქვს ინფორმაცია, რომ მისი პატიმრობა პრობლემას ქმნის, როგორც უკრაინასთან ურთიერთობაში, ასევე შექმნის პრობლემას დეპოლარიზაციასთან დაკავშირებითაც. ამავდროულად, მის ინტერესებშია ჩაერთოს უკრაინის პროცესებში და ნაკლები ინტერესი გააჩნია ქართულ პოლიტიკასთან მიმართებით, უბრალოდ მას, როგორც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც ბევრი გააკეთა ევროინტეგრაციის მიმართულებით, არანაირი ინტერესი არ გააჩნია, ჩვენი გზა შეფერხებული იყოს ამ თვალსაზრისით“.

რაც შეეხება ექს–პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხვიჩია აცხადებს, რომ "მას არ დარჩენია შთაბეჭდილება ისეთი, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეშია დასაბრუნებელი".

"მე ექიმი არ ვარ, მე ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, რომ ამ ადგილას, ამ დაწესებულებაში თან ჩაკეტილ მდგომარეობაში თავს იდეალურად არ იგრძნობს და მისი ჯანმრთელობა იდეალური არ არის, მე მგონი ყველასთვის გასაგებია", - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S