Accentnews.ge
ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

ნინო წილოსანი ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

12/07/2022 07:55:57 პოლიტიკა

"ქართული ოცნების" წევრი ნინო წილოსანი ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს.

„როგორ შეიძლება, გადაფარო ის ქველმოქმედება, რაც ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მასშტაბით აქვს გაკეთებული და მისი ფაქტორი 2012 წელს ბოროტების დამარცხების საქმეში?! ამისთვის საჭიროა მოიგონო წარმოუდგენელი ტყუილი, უარგუმენტო ბრალდება და თან თავგამოდებით ამტკიცო ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. ეს არის მავნებლების შურისძიება ყველა იმ დამარცხებისთვის, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 2012 წლიდან აგემა მათ“, – წერს წილოსანი სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც "ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს.

მისი თქმით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S