კვირიკაშვილი ღარიბაშვილს პასუხობს
12/07/2022 10:52:31 პოლიტიკა
საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მოქმედ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ისტორიის დამახინჯებაში ადანაშაულებს.
„ვრცლად შეიძლებოდა 2011 წლის ამბების მოყოლა, მაგრამ ამჯერად მოკლედ გიპასუხებთ: წერილში მოტანილი „ქართუდან“ წასვლის ეპიზოდის ინტერპრეტაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ჩემთვის გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა ამ ისტორიის დამახინჯება. ამ ეტაპზე ამ კომენტარით შემოვიფარგლები“,–აცხადებს კვირიკაშვილი.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც "ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ". როგორც იგი აღნიშნავს, ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.
ამავე წერილში ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2011-12 წლებში ზეწოლის პირობებში ზოგიერთმა „ქართუ“ დატოვა.


