"ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულებაა, რის უარყოფასაც ცდილობს"
12/07/2022 13:39:43 პოლიტიკა
"ღარიბაშვილის წერილი იმის მტკიცებულებაა, რის უარყოფასაც ცდილობს", – ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას.
მისი თქმით, ეს წერილი არის იმ ძალიან ცუდი ამბის საბუთი, რომ "ოლიგარქი ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ მამამარჩენალი და ყველაფერს ის აკონტროლებს":
„კომიკურია, რომ ეს წერილი, რომელიც არის დაწერილი ამ ყველაფრის უარყოფისთვის, არის სწორედ ამის მტკიცებულება. დანარჩენი ყველაფერიარის მეორეხარისხოვანი, მთავარი მამა-მარჩენალისადმი მიძღვნილი ქებაა, მისი სიდიადის აღიარება. შეგიძლიათ ადვილად წარმოიდგინოთ, როგორ ასწორებს ამ წერილს თავად ივანიშვილი".
დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც "ქართული ოცნების" მმართველობაზე, პარტიის დამფუძნებელზე და არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს. მისი თქმით, "კამპანიის ავტორებმა კეთილი ინებონ და განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ". როგორც იგი აღნიშნავს, ოლიგარქიაზე საუბარი შეურაცხმყოფელია.


