აუსტრევიჩუსი: "რაღაც ხდება საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში, რაც ოპტიმისტურ განწყობაზე არ გვაყენებს"
13/07/2022 08:44:50 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ ჩამოთვლილი 12 პრიორიტეტი უნდა შ. ეასრულოს
"აშკარაა, რომ პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი მმართველ პარტიას უნდა ვუთხრათ - მიხედეთ 12 პრიორიტეტს! ეს მარტივია, რადგან ყველაფერი კარგადაა ახსნილი. ვხვდებით გამოწვევას ქართულ პოლიტიკურ სისტემაში, იდეალური დროა საქართველოსთვის, მიხედოს უთანხმოებას და ხარვეზებს. ვიმედოვნებთ, რომ მმართველი პარტია აჩვენებს კონსტრუქციულობას, რომ მოიწვიოს ყველა პოლიტიკური ძალა და გახადოს ისინი ამ პროცესის მონაწილეები. ეს ეხება საქართველოს მომავალს და არა ჩვენ გადაწყვეტილებას", – განაცხადა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.
ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.


