Accentnews.ge
იუკენიჩიენე: "დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას"

იუკენიჩიენე: "დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას"

13/07/2022 08:58:07 პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რასა იუკენიჩიენე აცხადებს, რომ "საქართველოში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას".

"საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, მაგრამ თქვენ იცით, რომ საქართველო არის მიტაცებული და თუ "ქართულ ოცნებას" არ ესმის რას ნიშნავს, დეოლიგარქიზაცია, რომელიც ნახსენებია ევროკომისიის წინადადებაში, მე მათ ავუხსნი: ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას, ან დეივანიშვილიზაციას. საჭიროა, საქართველოს მოსახლეობა არ იყოს მძევალი ერთი ადამიანის. ჩვენ ვსაუბრობდით სანქციებზე და უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა და ამ იდეის წინ წაწევა და ჩვენს უნდა მივმართოთ რეზოლუციაში ამ საკითხს კიდევ ერთხელ. ეს ქვეყანა უნდა გათავისუფლდეს ღიად ვიტყვი, პროკრემლისტური პოლიტიკისგან. ჩემი ბოლო წინადადებაა, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გავუწიოთ ანგარიში სამოქალაქო საზოგადოებას, რომელმაც მოაწყო ყველაზე დიდი გამოსვლა ამ ქვეყნის ისტორიაში, მე ვხედავ მდელობებს მოსახლეობის და სამოქალაქო საზოგადოების ამ ქვეყანაში და ვიმედოვნებ, ეს ხალხი გახდება ევროკავშირის წევრი", – განცხადა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.

ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S