Accentnews.ge
წიკლაური: "თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, ენმ-დან არავინ შევა პარლამენტში"

წიკლაური: "თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, ენმ-დან არავინ შევა პარლამენტში"

13/07/2022 09:02:04 პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შესაძლო შეწყვეტას ეხმიანება და აცხადებს, რომ "თუ ვარშალომიძეს შეუწყვეტენ დეპუტატის უფლებამოსილებას, ენმ-დან არავინ შევა პარლამენტში".

მისი თქმით, "ლევან ვარშალომიძეს აქვს პოლიტიკური ბოიკოტი, ამ პირობებში მისი პარლამენტიდან გაშვება არის პოლიტიკური დევნის დემონსტრირება".

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ხვალინდელ სხდომაზე ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზეზად პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობა სახელდება.

ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მის ადგილმონაცვლეს ვერ შეიყვანს, რადგან საარჩევნო სიები გაუქმებული აქვს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S