Accentnews.ge
ქნირში –"ოცნებიდან" წამოსული წევრების მიერ დეგნანის კრიტიკაზე: "სასარგებლო არაა მედიის მიერ ყურადღების გამახვილება ასეთ საკითხებზე"

ქნირში –"ოცნებიდან" წამოსული წევრების მიერ დეგნანის კრიტიკაზე: "სასარგებლო არაა მედიის მიერ ყურადღების გამახვილება ასეთ საკითხებზე"

13/07/2022 10:00:08 პოლიტიკა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰურბერტ ქნირში "ქართუი ოცნებიდან" წამოსული წევრების მიერ აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ "სასარგებლო არაა მედიის მიერ ყურადღების გამახვილება ასეთ საკითხებზე".

"რაც შეეხება კელი დეგნანზე თავდასხმას, ვფიქრობ ეს ის დავაა, რომელსაც ქართული მედია დიდ ყურადღებას უთმობს და ყურადღება გადააქვს მას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებიდან, რომლებიც ახლა ყურადღების ცენტრში უნდა იყოს. ეს საკითხები ევროკომისიის 12–პუნქტიან გეგმასთან და სხვა გამოწვევებთანაა დაკავშირებული. მაგალითად, შრომის ბაზართან. სასარგებლო არაა მედიის მიერ ყურადღების გამახვილება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დავა კონკრეტულ პირებს, დიპლომატებს თუ ინდივიდებს შორის. 12 პუნქტი დიდი პროგრამაა და მნიშვნელოვანი დავალებაა. მესმის, რომ ზოგი პარტიისთვის ეს რთულია, ზოგიერთ პარტიას ერთმანეთთან მუშაობის გაოცდილობა არ აქვს, მაგრამ ეს არის ის, რისი ხილვის იმედიც ევროკავშირს საქართველოში აქვს. იმედი მაქვს, რომ პარტიები გამოიჩენენ გამბედაობას და ძალას, რომ ამ სახის თანამშრომლობა შედგეს. თუკი გსურს, პროევროპული პარტია იყო, ეს უნდა გაითვალისწინო“, – აცხადებს ელჩი.

ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" წამოსული სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად 11 ივლისს მმართველი პარტიის რიგები 5–მა საჯარო მოხელემ (ლაგოდეხის, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის და გორის საკრებულოების წევრებმა) დატოვეს.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S