ენმ-ის ლიდერები რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორ მაიკ მაკფოლს შეხვდნენ
13/07/2022 10:16:42 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი სტენფორდში მაიკ მაკფოლს შეხვდნენ. მაკფოლი რუსეთში ამერიკის ყოფილი ელჩი და უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორია.
მან გასულ კვირას "პალიტრანიუსის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ იწყებენ მსჯელობას და განხილავენ საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების დასანქცირებას, თუმცა კონკრეტული გვარები მას არ დაუსახელებია.
ოპოზიციონერების შეხვედრას მაკფოლთან პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეხვედრაზე წასული ოპოზიციონერების პოლიტიკაა „რამენაირად ავნონ საქართველოს“.


