Accentnews.ge
გალერი იმედოვნებს, რომ სააპელაციო გვარამიას გაამართლებს

გალერი იმედოვნებს, რომ სააპელაციო გვარამიას გაამართლებს

13/07/2022 10:20:30 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს სააპელაციო სასამართლო “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას გაამართლებს.

"მინდა, ყურადღება გავამახვილო მართლმსაჯულების რეფორმაზე და ვთქვა, რომ არასდროს არის გვიანი შეცდომების გამოსწორება. ეს განსაკუთრებით ეხება ნიკა გვარამიას, ტელეკომპანია "მთავარის" ხელმძღვანელს, რომელიც ძალიან საეჭვო ბრალდებებით ჩასვეს ციხეში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო გამოიყენებს შესაძლებლობას და გაამართლებს გვარამიას მომავალი კვირის სამშაბათს, რათა გამოსწორდეს ძველი შეცდომები და საქართველოში აღდგება თავისუფალი მედიის ხმა", – განაცხადა ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიშის განხილვისას.

ევროპარლამენტი განიხილავს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე ესტონელი ევროპარლამენტარის სვენ მიკსერის (სოციალ-დემოკრატიული პარტია) მიერ მომზადებულ ყოველწლიურ ანგარიშს. ანგარიშზე დაყრდნობით ევროპარლამენტი საქართველოზე მორიგ რეზოლუციას სავარაუდოდ, 2022 წლის სექტემბერში მიიღებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S