ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა
13/07/2022 10:47:23 პოლიტიკა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატურის შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა.
ცესკოს მოქმედ თავმჯდომარესა და ორ წევრს უფლებამოსილება აგვისტოში ეწურებათ.
არჩეულმა კანდიდატებმა პირველ ჯერზე პარლამენტის წევრთა 2/3-ის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს, ამიტომ, როგორც კანონითაა განსაზღვრული, მათი საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე დაუყოვნებლივ გავიდა და ისინი თანამდებობებზე ხმათა უმრავლესობით 15 თებერვალს აირჩიეს.
კანონმდებლობის მიხედვით, ვინაიდან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს წევრები პარლამენტის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩიეს, მათი უფლებამოსილების ვადა 6 თვე იყო.


