Accentnews.ge
„ქართული ოცნების" რიგები დღეს საკრებულოს მესამე  წევრმა დატოვა

„ქართული ოცნების" რიგები დღეს საკრებულოს მესამე  წევრმა დატოვა

13/07/2022 11:50:09 პოლიტიკა

"ქართულ ოცნებას" ასპინძის ასპინძის საკრებულოს წევრის გია ჭელიშვილი ტოვებს. იგი საკრებულოს რიგით მესამე დეპუტატია, რომელმაც დღეს „ქართული ოცნებიდან" გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

მანამდე შესაბამისი გადაწყვეტილება ადიგენის საკრებულოს წევრმა იმედა მღებრიშვილმა და თელავის საკრებულოს წევრმა ლევან კოჭლოშვილმა მიიღეს. სამივე მათგანი მხარდაჭერას უცხადებს "ქართული ოცნებიდან" წამოსულ სოზარ სუბარს, მიხეილ ყაველაშვილსა და დიმიტრი ხუნდაძეს.

ცნობისთვის: "ქართული ოცნებიდან" წამოსული სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და დიმიტრი ხუნდაძის მხარდასაჭერად 11 ივლისს მმართველი პარტიის რიგები 5–მა საჯარო მოხელემ (ლაგოდეხის, თერჯოლის, ჭიათურის, ახალციხის და გორის საკრებულოების წევრებმა) დატოვეს.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S