"მთავრობის რიტორიკა არ დაეხმარა ჩვენი კანდიდატობის საკითხს"
13/07/2022 14:29:48 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ზელისუფლების რიგი წარმომადგენლების მიერ ევროპარლამენტარებისა და ევროპული ინსტიტუტების მიმართ გამოთქმულ კრიტიკას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ "მთავრობის რიტორიკა არ დაეხმარა ევროკავშირის კანდიდატობის საკითხს". ამის შესახებ მან Politico-სთან საყბრისას განაცხადა.
"ბევრი კითხვა მაქვს, მაგრამ არა მგონია, რომ თქვენ ელით ქვეყნის პრეზიდენტისგან იმის თქმას, რომ ხელისუფლება ქვეყანას საბოტაჟს უწყობს... უნდა ვთქვა, რომ ამ რიტორიკას ვეწინააღმდეგებოდი, ბევრი კითხვა მაქვს, იმასთან დაკავშირებით, რა პოლიტიკური ლოგიკა იდგა ასეთი რიტორიკის მიღმა და ასევე ცხადია, რომ ამ რიტორიკამ არ უშველა ჩვენი კანდიდატობის საკითხს", – აცხადებს პრეზიდენტი.


