Accentnews.ge
ზურაბიშვილი –ივანიშვილზე: "იგი სავარაუდოდ, იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს"

ზურაბიშვილი –ივანიშვილზე: "იგი სავარაუდოდ, იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას, თუმცა არ ვფიქრობ, რომ რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს"

13/07/2022 15:37:05 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ფიქრობს, რომ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სავარაუდოდ, იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას, მას ეჭვი ეპარება, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა POLITICO-სთან საუბრისას აღნიშნა.

"დიდი ხნის განმავლობაში, ხელისუფლების წევრებს ვეუბნებოდი, რომ უნდა გადაედგათ გარკვეული ნაბიჯები ივანიშვილისთვის რუსი ოლიგარქის წოდებაზე განმარტების გასაკეთებლად. იყენებს გარკვეულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ დიახ. იყენებს სრულ ძალაუფლებას? სავარაუდოდ, ვიტყოდი, რომ არა. გამომდინარე იქიდან, რომ ის უკვე ორი წელია პოლიტიკისგან დისტანცირდა, არ ვფიქრობ, რომ ის რეალურ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს", – აცხადებს პრეზიდენტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S