Accentnews.ge
ჰარცელი – ომში საქართველოს ჩართვაზე: "ვწუხვარ, როცა ასეთ ცრუ განცხადებებს ვხედავ"

ჰარცელი – ომში საქართველოს ჩართვაზე: "ვწუხვარ, როცა ასეთ ცრუ განცხადებებს ვხედავ"

14/07/2022 07:45:14 პოლიტიკა

საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის განმარტებით, განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთს სურს, საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში ჩათრეული ნახოს, „სიმართლეს კატეგორიულად არ შეესაბამება“.

"კატეგორიულად არ შეესაბამება. გულწრფელად ძალიან ვწუხვარ, როდესაც ვხედავ მათ, ვინც ასეთი ცრუ განცხადებების გაკეთებას ცდილობს ევროკავშირისა თუ აშშ-ის მიმართ. ყველამ დაინახა, თუ როგორ თავდაუზოგავად მუშაობს ევროკავშირი, პარტნიორებთან ერთად, რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვოცირებული და გაუმართლებელი ომის პირველივე დღიდანვე, ამ სისასტიკის დასასრულებლად და უკრაინასა და მის მოსახლეობაში მშვიდობის დასამყარებლად. არც აქამდე ყოფილა ასეთი სურვილი და არც მომავალში დადგება ისეთი მომენტი, როდესაც ევროკავშირი ამ ომის შემდგომ გავრცელებას მოინდომებს“, - აცხადებს ჰარცელი.

დეპუტატებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა, რომლებმაც 28 ივნისს დატოვეს მმართველი "ქართული ოცნების" რიგები, 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებს "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" აქვთ დასახელებული.

100%-ით რუსული დეზინფორმაცია და "ეფესბეს" სახელმძღვანელოს მზაკვრული ნარატივი უწოდა აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განცხადებებს, თითქოს აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S