Accentnews.ge
დავითულიანი – 40-ზე მეტი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებაზე: "შეიძლება, უკრაინას არ უნდოდა, რომ ხელი მოგვეწერა"

დავითულიანი – 40-ზე მეტი ქვეყნის მხარდამჭერ განცხადებაზე: "შეიძლება, უკრაინას არ უნდოდა, რომ ხელი მოგვეწერა"

14/07/2022 11:16:19 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატი ბექა დავითულიანი აცხადებს, რომ შესაძლოა, უკრაინას არ სდომოდა საქართველოს ხელი მოეწერა 40-ზე მეტი ქვეყნის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომელიც გაერო–ს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

"ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მოვაწერეთ ხელი ჰააგაში უკრაინის მხრიდან წამოწყებულ სარჩელს. რაც შეეხება ამ ნაწილს, თქვენ თქვით, რომ 40 ქვეყანაა და დედამიწაზე არსებობს 200-მდე ქვეყანა და არ ვიცი ამ ორმოცს შორის ჩვენ რატომ არ ვართ, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, გავარკვევ, გიპასუხებთ. შეიძლება უკრაინას არ უნდოდა, რომ შენ მოგეწერა ხელი, ესეც შეიძლება მათი ხელისუფლების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, არ ვიცი, გავარკვევ, გიპასუხებთ", - აცხადებს დავითულიანი.

ცნობისთვის: 40-ზე მეტი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის მიერ რუსეთის წინააღმდეგ გაეროს საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს. ხელმომწერი ქვეყნები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები უკრაინაში, როგორც ეს სასამართლომ 2022 წლის 16 მარტის დროებითი ზომების შესახებ ბრძანებაში დაავალა. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარდასაჭერად 40-ზე მეტი ქვეყნის განცხადებას, საქართველო არ შეუერთდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S