Accentnews.ge
"გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ 2008 წელს საქართველოში აგრესიისგან, არის, რომ რუსეთს უბრალოდ შეუძლია, გამოიყენოს ძალა საკუთარი ნების მისაღწევად"

"გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ 2008 წელს საქართველოში აგრესიისგან, არის, რომ რუსეთს უბრალოდ შეუძლია, გამოიყენოს ძალა საკუთარი ნების მისაღწევად"

15/07/2022 07:12:32 პოლიტიკა

ნატო–ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, გაკვეთილი, რომელიც დასავლეთმა მიიღო 2008 წელს საქართველოში აგრესიისგან, არის, რომ რუსეთს უბრალოდ შეუძლია, გამოიყენოს ძალა საკუთარი ნების მისაღწევად.

მისი თქმით, მაშინაც კი, თუ ევროპას არ აინტერსებს მორალური ასპექტი და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებზე მაინც უნდა ზრუნავდეს.

"დიახ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვუზრუნველვყოთ უკრაინის დახმარება – გრძელვადიანი არსებითი მხარდაჭერა. ერთის მხრივ, სანქციების მხარდაჭერას და მეორეს მხრივ, სამხედრო, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი ფასი ექნება. მაგრამ მხარდაჭერაზე უარის თქმის ფასი გაცილებით მაღალია. პირველი – ნაწილობრივ ეს მორალური საკითხია. ეს არის დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა ევროპაში 40 მილიონზე მოსახლეობით, რომელსაც თავს დაესხა რუსეთი. მას შემდეგ, რაც დავინახეთ რა მოხდა ბუჩაში და სხვა ადგილებში, თუ ამაზე არ ვრეაგირებთ მაშინ რა უნდა ვთქვა... ასე რომ, რა თქმა უნდა, დიახ, მას აქვს ფასი; მაგრამ არ იმოქმედო და უბრალოდ გაგრძელდეს რუსეთის ეს სისასტიკე, ჩემთვის ეს უფრო მაღალი ფასია. მეორე – ჩვენს ინტერესებშია უკრაინის დახმარება. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ უკრაინა წააგებს, ეს საფრთხეა ჩვენთვისაც, რადგან ევროპას კიდევ უფრო დაუცველს გახდის რუსული აგრესიის მიმართ. გაკვეთილი, რომელიც მივიღეთ 2008 წელს საქართველოში აგრესიისგან, 2014 წელს - ყირიმსა და დონბასში და ახლა თებერვალში გაგრძელებული სასტიკი შეჭრით უკრაინაში, არის, რომ რუსეთს უბრალოდ შეუძლია, გამოიყენოს ძალა საკუთარი ნების მისაღწევად. ეს არის გავლენის სფეროების იდეის ხელახლა ჩამოყალიბება, სადაც დიდ ძალებს შეუძლიათ, გადაწყვიტონ პატარა მეზობლების ბედი. ასე რომ, მაშინაც კი, თუ თქვენ არ გაინტერესებთ მორალური ასპექტი, უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა, უნდა ზრუნავდეთ საკუთარ უსაფრთხოების ინტერესებზე. დიახ, თქვენ უნდა გადაიხადოთ უკრაინის დახმარების ფასი, ჰუმანიტარული დახმარების ფასი, ეკონომიკური სანქციების შედეგები, რადგან ალტერნატივა მოგვიანებით გაცილებით მაღალი ფასის გადახდაა. გახსოვდეთ ერთი რამ, დიახ, ჩვენ ვიხდით ფასს, მაგრამ ფასი, რომელსაც ვიხდით, როგორც ევროკავშირი, ისე ნატო, არის ფასი, რომელიც შეგვიძლია, გავზომოთ ვალუტაში, ფულში. ფასი, რომელსაც ისინი იხდიან, ყოველდღიურად დაკარგულ სიცოცხლეებში იზომება. ასე რომ, ჩვენ უბრალოდ უნდა შევწყვიტოთ წუწუნი და გავაძლიეროთ მხარდაჭერა", – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S