დეგნანი: "მთავარი არხის” ჟურნალისტების შესაძლო უნებართვო მიყურადებასა და ჩაწერაზე: "ეს შეშფოთების საგანია ყველასათვის"
15/07/2022 11:52:10 პოლიტიკა
საქართველოში აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი "მთავარი არხის” ჟურნალისტების შესაძლო უნებართვო მიყურადებასა და ჩაწერასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "ეს შეშფოთების საგანია".
„ეს ფაქტი არის კიდევ ერთი შეხსენება, ჩვენი შეშფოთებისა მოსმენებთან დაკავშირებით და არამხოლოდ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ვურჩევდით საკანონმდებლო ორგანოს, შეეჩერებინა მოსმენების კანონმდებლობის მიღება, რადგან ის არ შეესაბამებოდა ევროპისა და მსოფლიოს საუკეთესო პრაქტიკას. სწორედ ამიტომ მოვუწოდებდით ხელისუფლებას გამოეძიებინა პრესაში გავრცელებული ცნობები სასულიერო პირებისა და სამოქალაქო საზოგადოების მოსმენების თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს არის შეშფოთების საგანი ყველასათვის. ჩვენ გვსურს საქართველოში ვიხილოთ თავისუფალი საზოგადოება, რომელიც არ იფიქრებს იმაზე, რომ მას უსმენენ არაკანონიერად. ზოგადად, მედიათავისუფლებას შევეხები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის პოლიტიკისთვის. სწორედ ამ კვირაში მე მქონდა შეხება ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენელ ჟურნალისტებთან და გვქონდა კარგი დისკუსია. ისინი საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც შეეხებოდა ზეწოლას მათზე თავდასხმებს და ამ მიმართულებას ვხედავთ ჟურნალისტებთან ურთიერთობაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა პროფესიული მოვალეობა დაშინების და შიშის გარეშე შეასრულონ, რათა შეძლონ საზოგადოების ინფორმირება თავისი საქმიანობით. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია ნებისმიერი ჯანსაღი დემოკრატიისთვის“ – აცხადებს ელჩი.


