"ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს"
15/07/2022 13:40:58 პოლიტიკა
ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს - ვოლსკიპოლიტიკა პუბლიკა17:20, 15 ივლისი, 2022 „ევროპარლამენტის დეკუბილიუსიზაცია უნდა მოხდეს”,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი გია ვოლსკი ევროპარლამენტარების კრიტიკულ განცხადებებს.
„ევროკავშირი არ არის კუბილიუსი. კუბილიუსიზაცია არის საკმაოდ დიდი საფრთხე, რომელიც შეიძლება ევროპარლამენტს დაემუქროს. იუკნევიჩიენეც ამ კონტექსტში შეიძლება განვიხილოთ, ეს ლიეტუვის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, რომელიც ამ პოზიციას კუბილიუსის დროს იკავებდა და ბევრი თემაა, რომელიც საკმაოდ სერიოზულ ეჭვებს აჩენს. ასევე სავსებით უტაქტო, ყოველგვარ ზღვარს გადასულია მათი განცხადებები გინდა ბიძინა ივანიშვილის, გინდა მმართველი პარტიის თუ ხელისუფლების მიმართ. სულ სხვა გამოწვევები დგას მსოფლიოს წინაშე და ევროკავშირი ამ თამაშებში არ ღებულობს მონაწილეობას, რომელიც ნაცმოძრაობამ მოგვახვია თავს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა თქვა, რომ "საქართველოში ოლიგარქი ეს ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილია". რაც შეეხება ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აღნიშნავს, რომ საქართველოს "დებიძინიზაცია ან დეივანიშვილიზაცია" სჭირდება.


