Accentnews.ge
"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ–ის ელჩის მიმართ, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს"

"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ–ის ელჩის მიმართ, ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს"

15/07/2022 14:20:50 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ–ის ელჩ კელი დეგნანის მიმართ კრიტიკას ეხმიანება და აცხადებს, რომ "ძალიან სწუხს იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება დიპლომატის მიმართ"

"ძალიან ვწუხვარ იმ განცხადებების გამო, რაც კეთდება აშშ–ის ელჩის მიმართ. მე არა მგონია, რომ ეს იყოს სწორი ფორმა. თუ რამე მტკიცებულებები არსებობს, საერთო დიპლომატიური წესი მოითხოვს, რომ ელჩთან გაიმართოს პირისპირ საუბარი ამის შესახებ და არა ტელევიზიებით და მედიის საშუალებით განცხადებები. ჩვენი მეგობრები არიან ჩვენი მეგობრები და ჩვენ სხვა მეგობრები არ გვყავს", – აცხადებს პრეზიდენტი.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

8 ივლისს მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც "ქართული ოცნების" რიგები თანაგუნდელებთან – სოზარ სუბართან და დიმიტრი ხუნდაძესთან ერთად "შიდა პოლიტიკურ პროცესებზე საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაციის მიწოდების" მიზნით დატოვა, ევროკავშირზე შეთქმულების თეორიის გავრცელების შემდეგ სამიზნეში საქართველოში აშშ–ის ელჩ კელი დეგნანი ამოიღო.

ცოტა ხნის წინ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ნარატივი, რომ ვინმეს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმა სურს, ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ამოღებული დეზინფორმაციაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S