"რიგგარეშე სესია სრულად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება"
15/07/2022 14:25:16 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყნის მთავარი გამოწვევა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება და აღნიშნავს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევა სრულად გამართლებულია. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"მიმაჩნია, რომ დღეს ქვეყნის წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა არის ის 12 რეკომენდაცია, რომელიც მივიღეთ ევროკომისიისგან და ჩვენ ეს უნდა შევასრულოთ, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი ყველაზე დიდი გამოწვევა. ამდენად მიმაჩნია, რომ სესია სრულად გამართლებულია, გამართლებული არ არის ახლა შესვენება. კომიტეტები და კომისიები ასევე გამართლებულია და მე მოვუწოდებ ყველას ოპოზიციასა და უმრავლესობას, რომ მონაწილეობა მიიღონ სრულად ყველაფერში. ჩვენ ყველა ძალისხმევა უნდა მოვიხმაროთ იმისთვის, რომ ის კანონები რაც მისაღებია, მივიღოთ დროულად, ყველა ის საკითხები და, პირველ რიგში, დეპოლარიზაციის საკითხი ერთად ყოფნით და დიალოგით, პარლამენტში ერთად ყოფნით გადაწყვეტილი იყოს", - აცხადებს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია. როგორც პრეზიდენტის განკარგულებაშია აღნიშნულია, სესიის მოწვევა 18 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.
ცნობისთვის: ოპოზიცია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას ითხოვს, მმართველი გუნდი კი ამის აუცილებლობას ვერ ხედავს.


