Accentnews.ge
მედია – ხვალ თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება

მედია – ხვალ თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების შეხვედრა გაიმართება

15/07/2022 15:31:10 პოლიტიკა

ხვალ თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების არარატ მირზოიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის შეხვედრა გაიმართება, – იუწყება "რადიო თავისუფლების" სომხური სამსახური სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერზე დაყრდნობით.

მანამდე, შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც განაცხადა.

"აზერბაიჯანმა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებლად საკუთარი სამუშაო ჯგუფი შექმნა", აღნიშნა ალიევმა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაისში დუშანბეში სამმხრივი შეხვედრა გამართეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის სერგეი ლავროვის მონაწილეობით.

სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სამმხრივი დეკლარაციების შეთანხმებების შესრულების პროგრესი, რეგიონული კომუნიკაციებისა და ეკონომიკური კავშირების განბლოკვა, საზღვრის დემარკაციისა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე კომისიის შექმნა და იმ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების მოწესრიგებას უნდა მოემხუროს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S