Accentnews.ge
ვაშაძე – "ოცნებაზე": "ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება"

ვაშაძე – "ოცნებაზე": "ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება"

18/07/2022 09:33:46 პოლიტიკა

"ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს", - ასე ეხმიანება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ "ქართული ოცნების" უარს, რიგგარეშე სესიაში მონაწილეობის თაობაზე.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს უცხადებს ბოიკოტს.

„პირდაპირ ეთერში ხედავთ „ქართული ოცნების“ სრულ ლუსტრაციას. ჩვენ ოპოზიციის უპრეცედენტო ერთობით შევთავაზეთ კონსტიტუციით და კანონით გარანტირებული რიგგარეშე სესიის, კომიტეტების და პლენარული სხდომების ჩატარება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად, ისინი კი დესტრუქციას აწყობენ და ბოიკოტი გამოუცხადეს პლენარულ სხდომებს, კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებულ პროცედურებს და დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ბოიკოტს უცხადებენ საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ, ოპოზიცია გავაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას. „ქართული ოცნების“ ლუსტრაცია მოხდა მთელი საქართველოს და საერთაშორისო პარტნიორების თვალწინ, ამაზე პასუხს მიიღებენ. ასეთი დეგრადაცია უმრავლესობის, რაც ახლა ხდება პირდაპირ ეთერში, ყველას თვალწინ, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, ვისთან გვაქვს საქმე. ეს არის პუტინის დავალებით მოქმედი ადამიანების ერთობლიობა, დაჯგუფება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს და არაფერი საერთო ამას არ აქვს არც ეროვნულ ინტერესებთან, არც ევროპულ მისწრაფებებთან, მზად არიან უარყონ საკუთარი თავი, საკუთარი სახელები და გვარები. რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, რეკომენდაციების პირველ პუნქტში საუბარია 19 აპრილის შეთანხმებაზე სწორედ იმიტომ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არის ამ შეთანხმების შესაბამისად (მისაღები). როგორც ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი დაუმარცვლეს ევროპელმა პარტნიორებმა, თუ საჭირო გახდა ასე დაუმარცვლავენ და ეტყვიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია დღეს, ახლა და არა ოდესღაც", - განაცხადა ვაშაძემ.

"ქართულმა ოცნებამ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს. სხდომა წესით 19 ივლისს უნდა ჩატარდეს. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საპარლამენტო ოპოზიციამ ერთობლივი განცხადებით მიმართა. ოპოზიციის თქმით, რიგგარეშე სხდომაზე ის საკითხები უნდა გავიდეს, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნების სწრაფად შესრულებას უზრუნველყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S