Accentnews.ge
ოპოზიციის ნაწილი: "ქართული ოცნების” ამოცანა არ არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია"

ოპოზიციის ნაწილი: "ქართული ოცნების” ამოცანა არ არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია"

18/07/2022 11:40:57 პოლიტიკა

საპარლამენტო უმცირესობის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” ამოცანა არ არის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია. შესაბამისი განცხადება შალვა შავგულიძემ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად პარლამენტის სხდომათა დარბაზის ჩაკეტილ კარებთან სიმბოლურად გააკეთა.

"ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ მოხდეს. თან ცდილობენ, ეს ისე გააკეთონ, რომ დაჰბრალდეს ოპოზიციას ან თავად ევროკავშირს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ გამოუვათ, ვინაიდან ქართული საზოგადოების მყარი გადაწყვეტილება დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრირებაა და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება ნაკლები პრობლემებითა და ტკივილებით გავიაროთ ეს გზა. ეს მაინც ასე მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს ეს არ უნდა. “ქართულ ოცნებას” კი, უბრალოდ, საკუთარი ნება არ გააჩნია, ის ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, მაგრამ ერთი კაცის ინტერესები ვერ მოერევა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების ხაზს“, - განაცხადა შალვა შავგულიძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების სტრატეგიული მარცხია:

„[ჩაკეტილი კარი] ეს არის შიშის სიმბოლო, როგორ ეშინიათ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად განიცადა სტრატეგიული მარცხი, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების წინაშე, ასევე დასავლელი პარტნიორების თვალწინ მოვახდინეთ მათი ლუსტრაცია".

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ხელისუფლება უარს ამბობს 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობაზე:

„ეს ჩარაზული კარი არის სიმბოლო, როგორ უყურებს „ქართული ოცნება“ ჩვენს ევროპულ პერსპექტივებს. ისინი ამ ქმედებით პრაქტიკულად უარს გვეუბნებიან, დავიწყოთ აქტიური მუშაობა 12-პუნქტიან გეგმაზე, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საკითხები მზადაა, ინიცირებულია და დღესვე შეიძლებოდა, განხილულიყო კომიტეტის სხდომებზე და რიგგარეშე სხდომა უახლოეს პერიოდში ჩანიშნულიყო, ბიურომ კონსტიტუციის დარღვევით უარი გვითხრა ამაზე“.

რიგგარეშე სესიის ფარგლებში პარლამენტის სხდომები არ გაიმართება. მიზეზი ის გარემოებაა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა რიგგარეშე სხდომებში მონაწილეობას არ აპირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კვორუმის მიზეზით სხდომები ვერ გაიხსნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S