"ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელსაც განვითარება სჭირდება"
19/07/2022 08:29:46 პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის ქვეყანა, რომელსაც განვითარება სჭირდება", - ასე ეხმიანება "მოქალაქეების" წევრი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფინ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ პრემიერ- მინისტრის წერილს.
მისი თქმით, "მაშინ როცა ევროკიმიის პრეზიდენტი აზერბაიჯანშია ჩასული და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს ქვეყნის, ღარიბაშვილი ამ დროს უგზავნის წერილს, აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო".
„ღარიბაშვილის წერილი რომ წავიკითხე გუშინ, სირცხვილით სად წავსულიყავი არ ვიცოდი, მინდოდა მიწა გამსკდარიყო. თან წერილს უგზავნის ადამიანს, რომელიც ამ დროს აზერბაიჯანშია ჩასული და ნავთობის და გაზის მიწოდების გაორმაგებაზე საუბრობს, იგულისხმება საქართველოც, რომ სატრანზიტო ფუნქციები გაიზარდოს ქვეყნის. იმ დროს სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო ღარიბაშვილი, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან, სახელმწიფოებრივ საკითხში ყოფილიყო ჩართული და ამ დროს უგზავნის წერილს, აქ ერთი დიდი მდიდარი კაცია, შვეიცარიულ ბანკში აწვალებენ და თქვენც ნუ აწვალებთო. პირადი კლერკი ხომ არ უნდა იყო მართლა?! სირცხვილით სად წავსულიყავი, არ ვიცოდი, მით უმეტეს გვერდზე ხდება ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი ამბავი, რომ შენი ტერიტორიის გავლით გაორმაგდეს ბუნებრივი რესურსის მიწოდება, მაგრამ თუ ასე წაუყრუებ, შეიძლება, აღარ გაიაროს იმ ნავთობმა და გაზმა საქართველოზე. „ქართულმა ოცნებამ" უნდა გაიაზროს, რომ ერთი კაცის მომსახურების სააგენტო კი არ არის, ეს არის ქვეყანა და სახელმწიფო, რომელსაც განვითარება სჭირდება", - განაცხადა ელისაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიას სთხოვს, გაემიჯნოს კომისიის შეფასებით დოკუმენტში დეოლიგარქიზაციის შესახებ ჩანაწერის პერსონიფიკაციას.


