Accentnews.ge
"მაშინ, როცა კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, რუსეთს მიაქვს ბიჭვინთა და „ოცნება“ ამას მარტივად „ატარებს“

"მაშინ, როცა კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, რუსეთს მიაქვს ბიჭვინთა და „ოცნება“ ამას მარტივად „ატარებს“

20/07/2022 08:28:18 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი თეონა აქუბარდია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაგმოს რუსეთის მიერ ბიჭვინთის ანექსიის ფაქტი.

"მაშინ, როცა ქვეყანაში ანტიდასავლური რიტორიკა ძლიერდება და „ქართული ოცნება“ თუ მისგან განდგომილი დეპუტატები აშშ-ს ელჩსა და დასავლეთზე შტურმს ახორციელებენ, ხოლო კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის ელჩს არაფერს „გაუტარებს“, რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ანექსიის პროცესი გრძელდება, რაზეც „ოცნება“ დუმს და მათივე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, მარტივად „ატარებს“ ყველაფერს. ღიად "ატარებთ",– –აცხადებს აქუბარდია.

მისი თქმით, "ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან":

"ხელისუფლება ანექსიზე დუმილს ამჯობინებს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ დიდი გული დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და არ ეწინააღმდეგებით რუსეთის არამხოლოდ საოკუპაციო, არამედ ანექსიურ პროცესებს და იმ დასავლეთს, რომელსაც თავს ესხმით, არ მოუწოდებთ, ხმა აიმაღლოს იმ ანექსიურ პროცესებზე, რომელიც აფხაზეთში აქტიურად მიმდინარეობს. ეს დამოკიდებულება საქართველოს აყენებს საფრთხის წინაზე, რომ მარტო დარჩეს რუსეთთან. მოვუწოდებ ხელისუფლებას გააკეთონ განცხადება ბიჭვინთის ანექსიის მორიგ ფაქტზე, დაგმონ ეს ფაქტი და მიმართონ პარტნიორებს, რომელსაც საუბედუროდ თავს ესხმიან, რათა ქვეყანას ჰქონდეს მხარდაჭერა, თავი დაანებონ პარტნიორებზე თავდასხმებს, რომელზეც დგას ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S