Accentnews.ge
"სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს"

"სექტემბრიდან ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დავიწყოთ, სხვა გამოსავალი არ გვაქვს"

20/07/2022 08:37:40 პოლიტიკა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მხრიდან მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლის თემის წამოწევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდის ნაწილია.

მისი თქმით, სექტემბრიდან ქვეყანაში ფართომასშტაბიანი აქციები უნდა დაიწყოს, რადგან ვითარება საგანგებოა და ღონისძიებებიც საგანგებოა საჭირო.

„მათი პროპაგანდის მიზანია ქვეყანას ჩამოაშორონ პარტნიორები, მარტო დატოვონ რუსეთის პირისპირ და მერე გვითხრან - რუსეთის გარდა სხვა არჩევანი არ გვაქვს და დასავლეთმა მიგვატოვაო. ჩვენ ყველა რესურსი უნდა დავხარჯოთ, რომ ვამხილოთ „ქართული ოცნება“ და გადავიდეთ ქმედებებზე. ვითარება არის ძალიან საგანგაშო, საგანგებო და ნახევარზომებით ამას ვერ დავასრულებთ, ამიტომ ჩვენი ქმედებებიც უნდა იყოს საგანგებო, იმიტაცია კი არ უნდა შევქმნათ ევროპული პროცესის და დემოკრატიის, არამედ სექტემბრიდან დავიწყოთ ფართომასშტაბიანი აქციები, რომ ხალხმა ხელისუფლებას მიაწვდინოს ხმა და დაიბრუნოს ძალაუფლება. სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ივანიშვილი დასავლეთს ევაჭრება, რომ თუ მილიარდებს არ დაუბრუნებს და სანქციებით დაემუქრება, გახდება პრორუსი და ფეხებზე დაიკიდებს ქვეყნის არჩევანს", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ცნობისთვის: "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ამბობს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სხვადასხვა პირები ზეწოლის მოხდენას ცდილობენ.

მისი თქმით, აშშ-ის საელჩომ ამ საქმეზე ანგარიში მოსთხოვა:

"მას შემდეგ რაც, მე ნ. გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მე მქონდა შეხვედრა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში აშშ- ს საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელთან (ა.შ.შ.-ს იუსტიციის დეპარტამენტის ხაზით კევინ ბურკთან), რომელმაც საუბრისას გამომკითხა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს ამ საქმეზე რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა. ჩემი შეფასებით ეს იყო ანგარიშის მოთხოვნა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამას კი მოაყოლა, რომ სულ რამდენიმე დღეში დაგეგმილ ვიზიტში(სადაც 6 სისხლის პროფილის მოსამართლე) მივდიოდით აშშ-ში და სადაც ყველაფერი უკვე გაწერილი იყო, სამწუხაროდ ჩემი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოღებული ვიყავი. ეს ვითარება ჩემთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა. თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა და ახლა უკვე ზოგიერთი პოლიტიკური ძალა „სანქციებითაც“ მემუქრება ამ კონკრეტული საქმის განხილვის შედეგის გამო, და არ მინდა რომ იგივე გაიარონ ჩემმა კოლეგა მოსამართლეებმა, რომლებსაც, როგორც უკვე აშკარად ჩანს, ამ საქმის განხილვა მოუწევთ დაუფარავი და დიდი ზეწოლის ქვეშ".

მოგვინებით, აშშ–ის ელჩი კელი დეგნანი ჩხიკვაძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნებისმიერი განცხადება, რომ აშშ საქართველოში სასამართლო პროცესში ჩაერია, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება":

"ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ საქართველოში სასამართლო პროსეცში ერევა უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ წლები დავხარჯეთ იმაზე, რომ დავხმარებოდით საქართველოს აეშენებინა დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების სისტემა, რადგან ეს კანონის უზენაესოების მთავრი ქვაკუთხედია. ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობს ბევრ პარტნიორთან, რომელიც გვყავს საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S