Accentnews.ge
პაპუაშვილი პრეზიდენტის შეფასებას არ იზიარებს

პაპუაშვილი პრეზიდენტის შეფასებას არ იზიარებს

20/07/2022 16:44:51 პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას ეხმაურება.

„მსურს, გამოვეხმაურო პრეზიდენტის მიერ პარლამენტის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებას, თითქოს რიგგარეშე სესიის არგახსნა ნიშნავს, რომ პარლამენტი არ მუშაობს.

სამწუხაროა, რომ ასეთი შეფასებები კეთდება მაშინ, როდესაც საგაზაფხულო სესიის დასრულების შემდეგ, როგორც პარლამენტის წევრები, ისე პარლამენტის აპარატის თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას. ტარდება კომიტეტების სხდომები, სხვადასხვა საკითხზე მიმდინარეობს საკომიტეტო მოკვლევები, იმართება ევროკომისიის მიერ დასახელებულ 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრები.

მხოლოდ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, კომიტეტებისა და სამუშაო ჯგუფების 15 სხდომა გაიმართა, რომელშიც 8 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფიდან 5 აქტიურად მონაწილეობს.

მნიშვნელოვანია, რომ ხალხის წარმომადგენლების, ისევე, როგორც პარლამენტის აპარატის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული შეცდომაში შემყვანი განცხადებებით, ზიანი არ მივაყენოთ დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ხალხის ნდობას”, - წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს, ბრიუსელის გარდა, მუშაობა უნდა დაიწყოს პარლამენტშიც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S