Accentnews.ge
"ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ბრიუსელს, არც კელი დეგნანს, ევროპარლამენტარებმა მითხრეს, მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს"

"ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ბრიუსელს, არც კელი დეგნანს, ევროპარლამენტარებმა მითხრეს, მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს"

20/07/2022 18:15:45 პოლიტიკა

ევროპარლამენტარებს საქართველოს ომში ჩართვა ნამდვილად არ უნდათ, არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს, არც ბრიუსელს და არც არავის, არც კელი დეგნანს - ევროპარლამენტარებმა მითხრეს, რომ მისდით ინფორმაცია, რომ ჩვენ ვაკეთებთ მსგავს განცხადებებს, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.

ის უარყოფს, რომ მისი თანაგუნდელები აკეთებენ მსგავს განცხადებებს, ხოლო "გარკვეულ ძალებში", სხვა რამეს გულისხმობენ, თუმცა რას, არ უთქვამს.

ჟურნალისტმა სამხარაძეს შეახსენა კობახიძის ფრაზა "საქართველომ, სტატუსი იმიტომ არ მიიღო, რომ ომში არ არის", სამხარაძე კი აცხადებს, რომ ვერ მოუტანს ვერავინ ვერც ერთ განცხადებას, სადაც მათი წარმომადგენელი ამბობს, რომ ევროკავშირს ქვეყნის ომში ჩათრევა სურს.

"სად მოგისმენიათ რომელიმე განცხადება ჩემი, გინდაც ჩემი თანაგუნდელების, რომ დასავლეთი ცდილობს ამას, ასეთი ფორმულირებით? "გარკვეული ძალები" სხვა რამეა. ამომიღეთ ერთი ციტატა "ქართული ოცნების" დეპუტატის ან პოლიტიკოსის, რომელსაც ნათქვამი აქვს, რომ ევროკავშირი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას. მომიტანეთ ეს ციტატა, ვერ ნახავთ ვერც ერთ ასეთ განცხადებას. აქედან სამწუხაროდ, მე არ ვიცი, ვინ თარგმნის თუ ვინ აწვდის ამ განცხადებებს, მაგრამ მათაც გვითხრეს, რომ მისდით ასეთი ინფორმაცია, რომ ჩვენი მხრიდან კეთდება ასეთი განცხადებები. მე ვუთხარი ზუსტად იგივე რასაც თქვენ გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ჩვენი მხრიდან არ ყოფილა, თუ შეგიძლიათ, მომიტანეთ ერთი ციტატა რომელიმე პოლიტიკოსის, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირი ომში ითრევს საქართველოს, არ არსებობს ასეთი ციტატა, ნუ აბუქებთ თქვენ, თქვენი პასუხისმგებლობაც არის მედიის, რომ ეს განცხადებები ზუსტად ისევე გაიტანოთ საზოგადოებასთან როგორც კეთდება",- ირწმუნება სამხარაძე.

***

„ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში”,– განაცხადა კახა კალაძემ 10 ივნისს.

სამხარაძემ 11 ივნისს ტელეკომპანია "იმედთან" განაცხადა, „ზოგს შეიძლება, უნდოდეს, რომ საქართველო ომში იყოს ჩართული, მათ შორის ევროპაშიც”.

ომზე მიანიშნა 22 ივნისი პარლამენტის წინაშე გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა: „თურმე საქართველო უნდა დაისაჯოს იმის გამო, რომ ომი არ არის დღეს საქართველოში?! როგორ გავიგოთ ეს, მეგობრებო, როგორ გავიგოთ […] პირდაპირ ითქვა, რომ უკრაინას სტატუსი მიეცა იმის გამო, რომ უკრაინა ომშია”.

ომს და კანდიდატის სტატუსს აქტიურად აკავშირებს ერთმანეთთან კობახძე.

"ქართული ოცნება" არ გამიჯვნია პარტიას გამოყოფილი სამეულის ანტიდასავლურ რიტორიკას და შეთქმულების თეორიებს, რომელთაც სამიზნეში მათ შორის აშშ–ის ელჩი ამოიღეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S