Accentnews.ge
ევროპარლამენტარები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ევროპარლამენტარები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

21/07/2022 09:42:14 პოლიტიკა

ევროპარლამენტარები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ. მათ ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელი დახვდა.

ევროპარლამენტარებს ევროკავშირის მისიის წარმომადგენელმა არსებული ვითარება გააცნო.

ევროპარლამენტარების დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 20 ივლისს დაიწყო. ისინი საქართველოს პრეზიდენტს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო სექტორს, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ასევე, მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და „ქართული ოცნების“ წევრებთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S