"გვქონდა მოლოდინი, რომ საქართველო უკრაინას უფრო ეფექტურად დაეხმარებოდა"
21/07/2022 11:46:27 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულამ ანრეი კასიანოვმა საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების 30- წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ორ ქვყენას შორის წლების განმავლოაბში თანამშრომლობის სფეროები მიმოიხილა.
რუსეთის მიერ საქართველოს და უკრაინაში სხვადასხვა წლებში წარმოებული ომის კონტექსტში ქვეყნებს შორის ურთიერთმხარდაჭერაზე საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა „ძმურად ედგა გვერდში საქართველოს“ 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთში ომის დროს, სადაც “უკრაინელი მოხალისეები იბრძოდნენ უდანაშაულო ქართველების გადასარჩენად“. მანვე ახსენა 2008 წლის აგვისტოს ომი და უკრაინის მიერ განცხორცილებული საბრძოლო დახმარება და თქვა, რომ ახლა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინას საქართველოსგან მეტი მხარდაჭერის მოლოდინი ჰქონდა.
„დღეს როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო მშიდობიან უკრანულ მიწაზე, გვქონდა მოლოდინი. რომ საქართველო მიბაძავდა უკრაინას და უფრო ეფექტურ დახმარებას გაუწვევდა, სამწუხაროდ ეს არ მოხდა და სამწუხარუდ, არ დაემთხვა ჩვენი წარმოდგენა იმაზე თუ რა არის სტატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ძმური ურთიერთობის გამოცდილება გვაძლევს აბსოლუტურ რწმენას, რომ უკრაინა და საქართველო მეგობარ ქყენებთან ერთად განაგრძობენ წინსვლას, ჩვენი ხალხის ნათელი მომავლისთვის“,- განაცხადა კასინოვმა.


