Accentnews.ge
აშშ–ის ელჩი: „საკმაოდ დიდი ხანია, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია"

აშშ–ის ელჩი: „საკმაოდ დიდი ხანია, ბატონ ივანიშვილთან შეხვედრა არ მქონია"

21/07/2022 12:42:23 პოლიტიკა

საქართველოში აშშ–ის ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, შეხვდა თუ არა ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს.

„საკმაოდ დიდი ხანია, არ მქონია შეხვედრა ბატონ ივანიშვილთან. მანამდე, როდესაც მქონდა შეხვედრები, ყოველთვის გამოვხატავდი სრულ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ჩვენს მზაობას, დავეხმაროთ საქართველოს ამ მიმართულებით. არც ერთი არ ყოფილა იმ ტიპის შეხვედრა, რომ მე რამე მომეთხოვოს ან შანტაჟი განმეხორციელებინოს მის მიმართ. ადამიანი, რომელიც ამაზე საუბრობს, მე მას პირადად არ ვიცნობ, არ ვიცი, ამას რატომ ამბობს, რადგან არც ერთ ამ შეხვედრას არ დასწრებია“,– უპასუხა ელჩმა კითხვას.

მანამდე „ქართულ ოცნებას“ საზოგადოების მეტად ინფორმირების არგუმენტით გამოყოფილი სამი დეპუტატიდან ერთ–ერთმა – მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ანტიდასავლური რიტორიკის და შეთქმულების თეორიების გავრცელების შემდეგ სამიზნეში აშშ–ის ელჩი ამოიღო, განაცხადა, რომ დროა, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბროს, უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ შეხვდა თუ არა მას აშშ–ის ელჩი და იყო თუ არა რიგი მოთხოვნები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S