Accentnews.ge
სტანო: "რეფორმები საშინაო დავალებაა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს"

სტანო: "რეფორმები საშინაო დავალებაა, ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს"

21/07/2022 12:53:54 პოლიტიკა

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ხელმძღვანელის ჟოზეფ ბორელის პრე–სპიკერი პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირის სრულ მხარდაჭერას უცხადებს ელჩს კარლ ჰარცელს და აცხადებს, რომ საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს მეტი დროის საჭიროებას იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი.

„საქართველო: ევროკავშირის დღის წესრიგით გათვალისიწნებული რეფორმების განხორცილება ადგილობრივი პოლიტიკოსების ამოცანაა, საკუთარი განუხორციელებელი ამბიციების გამო სხვების დადანაშაულება მხოლოდ ადასტურებს იმას, რომ მეტი დროა საჭირო იმის გასაგებად, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი და ეს რეფორმები საშინაო დავალებაა. ევროკავშირი სრულ მხარდაჭერას უცხადებს კარლ ჰარცელს, რომელმაც დიდი სამუშაო გასწია ევროკავშირ-საქართველოს დაახლოებისთვის",- წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.

20 ივლისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში".

მოგვიანებით, მსგავსი პოზიცია დააფიქსირა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ. მან კარლ ჰარცელის მუშაობის შეფასებისას განაცხადა, რომ „ელჩს შეეძლო, უკეთესად ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო“.

ცნობისთვის: მიმდინარე წლის 30 მაისს კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ „საქართველოს შეეძლო, უკეთესად მომზადებულიყო იმ ისტორიული მომენტისთვის“, რომელიც „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებისთვის (უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას გულისხმობდა. ელჩმა აღნიშნა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ევროკავშირს შეკითხვები გაუჩნდა მრავალ საკითხზე: არჩევნებზე; 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებზე; უმცირესობების უფლებებზე; ჟურნალისტების დაცულობაზე; მართლმსაჯულების მიმართ ნდობის გაზრდასა და კანონის უზენაესობაზე; ადამიანის უფლებებზე, მათ შორის - პირადი ცხოვრების უფლების შემლახველ ფარული ჩაწერების პრაქტიკაზე და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე.

ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველომ „შეანელა რეფორმების ტემპი“ და აქვს პრობლემები, რომელიც „პირდაპირ უკავშირდება ევროკავშირის მთავარ ღირებულებებს“ და რომელთა დაკავშირებითაც იყო „ევროკავშირის საჯარო რეაქციები“.

ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები საუბრობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებს საქართველოს ომში ჩაბმა სურთ. ისინი ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციასა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S