Accentnews.ge
კალაძე ISFED-სა და TI-ს მიერ სოსო გოგაშვილის მიწოდებულ მასალებზე შედგენილ ანგარიშს „სისულელეს“ უწოდებს

კალაძე ISFED-სა და TI-ს მიერ სოსო გოგაშვილის მიწოდებულ მასალებზე შედგენილ ანგარიშს „სისულელეს“ უწოდებს

21/07/2022 16:07:36 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ (TI) და „სამართლიანი არჩევნების“ ( ISFED) მიერ სოსო გოგაშვილის მიწოდებულ მასალებზე შედგენილ ანგარიშს „სისულელეს“ უწოდებს.

"ეს არის ჩვეულებრივი დიდი სისულელე. ძალიან სასაცილოა. არჩევნების გაყალბებაზე თუ უნდა დაიწყოს გამოძიება და თუ რაიმე კითხვის ნიშანი არსებობს - ეს არის ISFED–ს გაყალბებული პარალელური დათვლები. ამის შედეგად მისი ხელმძღვანელი გადადგა და მხოლოდ ხელმძღვანელის გადადგომით რატომ შემოიფარგლა და რატომ არ ჩაჰყვნენ ამ საქმეს ბოლომდე, მე უბრალოდ არ მესმის. ზუსტად „ქართული ოცნება" იყო ის, ვინც ის რეალობა გამოააშკარავა. ეს იყო იმ რევოლუციური გზის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი და მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში, რომ თითქოს „ქართულმა ოცნებამ" არჩევნები გააყალბა. მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანებული იყო კახა კალაძის წინააღმდეგ და კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით და თანადგომით ყველას თავიანთი ადგილი მიუჩინა", - განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე: არჩევნების გაყალბების სქემები - NGO-ები გოგაშვილის მიერ მიწოდებულ მასალას აქვეყნებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S