Accentnews.ge
"ვისაუბრეთ, როგორ აპირებს "ოცნება" რეფორმების განხორციელებას"

"ვისაუბრეთ, როგორ აპირებს "ოცნება" რეფორმების განხორციელებას"

21/07/2022 18:00:24 პოლიტიკა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის ხელმძღვანელის, დევიდ მაკალისტერის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მთავარი თემა რეფორმების განხორცილება იყო.

"მმართველ პარტიასთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ აპირებს "ქართული ოცნება" რეფორმების განხორციელებას, როგორ უნდა მოხდეს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართვა ამ პროცესში. პოლიტიკოსებმა საქართველოში უნდა იმუშაონ და შედეგები უნდა ვნახოთ წლის ბოლოს", - განაცხადა მაკალისტერმა.

თავის მხრივ, შეხვედრის შესახებ კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე განმარტეს, „ქართული ოცნების" პოზიცია, როგორც ევროპარლამენტის რეზოლუციის, ისე დეოლიგარქიის შესახებ ჩანაწერის საკითხზე. „ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარ ჰარცელის საქმიანობაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S