"პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მედიატორობას არ გამოვრციხავ"
21/07/2022 19:08:40 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს რამე ფორმით მედიატორობას „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებში. ამის შესახებ მან "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა.
"კარგია, რომ არის სამუშაო ჯგუფები. მე მოვითხოვ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მონაწილეობდეს ამ ჯგუფებში, იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია და რაღაც მომენტში არ გამოვრციხავ პრეზიდენტის რამე ფორმით მედიატორობას. უცხოელების ჩართულობა აღარ იქნება და მე მზად ვარ ამისთვის, თუ მომწიფდება მდგომარეობა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.


