Accentnews.ge
"მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე და სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს"

"მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე და სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს"

21/07/2022 19:32:29 პოლიტიკა

"მე დეპოლარიზაციის მიზნით ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად ავიღე და სამი ადამიანი შევიწყალე, გასამდა და დამთავრდა, დღეს ამ დეპოლარიზაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს", – ასე პასუხობს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვას.

იგი "ოცნების" ხელისუფლებას აკრიტიკებს იმის გამო, რომ ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი "უდროო დროს", მაშინ დანიშნა, როცა "ყველა შუქი" საქართველოსკენ იყო მიმართული.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ჟურნალისტის კითხვაზე, აკმაყოფილებს თუ არა სამართლებრივ სტანდარტებს ნიკა გვარამიას საქმე, სალომე ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ის არ არის "სასამართლოზე ზემოთ", რომ მისი გადაწყვეტილება შეაფასოს:

"მე ამას ვერ შევაფასებ. ეს ჩემი შესაფასებელი არ არის. მე არა ვარ სასამართლოზე ზემოთ, რომ ვთქვა, რომ სწორი იყო სასამართლო ან არ იყო, ეს პუნქტი [მედიის თავისუფლებაზე] არის ზოგადი პუნქტი და ალბათ, შესასრულებელი, ამაზე უნდა იმუშაონ. ძალიან კარგად იცოდნენ იმ დროს როცა დანიშნეს სასამართლო, რომ ეს რეაქციები იქნებოდა. ესეც არის ერთ-ერთი ისეთი ნაბიჯი, რომელიც გაუგებარია რატომ აკეთებ ამას, როცა იცი რომ ყველა შუქი შენზე არის მომართული.

მე დეპოლარიზაციის მიზნით ავიღე ჩემი პასუხისმგებლობა საკმარისად. სამი ადამიანი შევიწყალე თუ გახსოვთ [გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა]... გასამდა და დამთავრდა. დღეს ამ დეპოლარიზაციაზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ, რომ არ გადადგას უდროო ნაბიჯები, არანაირად არ იყო საჭირო, ეს ყველამ ვიცით და ხელისუფლებამაც ძალიან კარგად იცის".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S