Accentnews.ge
ზურაბიშვილი – ივანიშვილზე: "ჩემს საქმიანობაში ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა, არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას"

ზურაბიშვილი – ივანიშვილზე: "ჩემს საქმიანობაში ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა, არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას"

21/07/2022 19:50:07 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არ აქვს არანაირი ფაქტი, რომ ექს–პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას კარნახობს რომელიმე პოზიციას.

როგორც პრეზიდენტი აცხადებს, მის საქმიანობაში ივანიშვილი არასდროს ჩარეულა.

მისი თქმით, ის, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ოლიგარქიზაციის პრობლემის კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის სახელი და გვარი ჩაიწერა, „სუფთად მმართველი გუნდის ბრალია“.

„მმართველი გუნდის ბრალია სუფთად, რომ არ იმუშავეს იქ, სადაც იცოდა, რომ ოპოზიცია ჩადიოდა და ამ თემით აპელირებდა. არ იმუშავეს, არ ჩაიტანეს ფაქტები, რომ არ არსებობს არაფერი ივანიშვილის წინააღმდეგ. მე არ მაქვს ფაქტები. ფაქტები უნდა ჰქონდეს უმრავლესობას და ადვოკატს, რომელიც შვეიცარიის გაზეთებში კი არ უნდა წერდეს, დიდი ხნის წინ უნდა ჩასულიყო, მთელი კოტრარგუმენტებით. მე მისვამენ შეკითხვებს [არაფორმალურ მმართველობაზე] და მაქვს ჩემი პასუხები. ჩემი პასუხია, რომ მე არ მაქვს ნიშანი, მაგალითად ჩემზე, რომ არის ჩარევა პირველივე დღიდან, რაც თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ „თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და არავინ ჩაერევა საქმიანობაში“, გარდა ახლა რა თავდასხმებიც მოდის პრეზიდენტზე, მაგრამ ჩარევა ნამდვილად არ ყოფილა. ამას ვეუბნები უცხოელებს, რომ პირადად მე არ მინახავს ბიძინა ივანიშვილი 2 წელი გავიდა უკვე და არ მაქვს არანაირი ფაქტი, რომ თვითონ კარნახობს რომელიმე პოზიციას. შეიძლება, ზოგადად ვიღაცებთან ჰქონდეს საუბარი და თავის პოზიციებს უზიარებდეს, რაც ნორმალურია, მაგრამ სხვა - მე ფაქტი არ მაქვს“, - განაცხადა პრეზიდენტმა "საოგადოებივი მაუწყებლის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S