Accentnews.ge
"პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ქვეყანას ან ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას"

"პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ქვეყანას ან ჩვენ სერიოზული პრობლემები შეგვიქმნას"

21/07/2022 20:03:15 პოლიტიკა

"ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ "პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ქვეყანას ან მმართველ გუნდს სერიოზული პრობლემები შეუქმნას".

"პრეზიდენტს არ აქვს განსაკუთრებული კომპეტენციები, რომ ჩვენ, ან ქვეყანას რაიმე სერიოზული პრობლემები შეუქმნას. პატარ-პატარა სირთულეები შეიძლება შექმნას, მაგრამ ის, რომ ქვეყანა სხვა მიმართულებით წარმართოს, ამას ვერ შეძლებს, რადგან საპარლამენტო რესპუბლიკაში კომპეტენციები აქვს ძალიან შეზღუდული. ამის გამო, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ინტერესი, რომ მასთან პოლემიკაში შევიდეთ, საჯარო პოლემიკა წარვმართოთ მასთან, დაპირისპირება გვქონდეს და ა.შ. ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ მისთვის რაღაცები აგვეხსნა. მათ შორის ინფორმაციის დეფიციტის გამო შეიძლება უჭირდა რაღაცების გაანალიზება, სწორად შეფასება. გარწმუნებთ, მას ჩვენ ბევრად უფრო მეტი ინფორმაცია გავუზიარეთ შარშანაც და წელსაც, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს საზოგადოებასთან. მაგრამ აქაც გაუჭირდა რაღაცების გაანალიზება და შეფასება, რაც სამწუხაროა. მაგრამ, გავიმეორებ, რომ ის არის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაიმე განსაკუთრებული კომპეტენციები არ აქვს, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი ასეთი განცხადებები არის საზიანო ქვეყნისთვის და არა ჩვენთვის, მმართველი პარტიისთვის. მზად ვართ, რომ კიდევ ერთხელ ყველაფერი ავუხსნათ, განვუმარტოთ, მაგრამ იმის მოლოდინი, რომ რაღაცებს გააანალიზებს, აღარ გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S