Accentnews.ge
"საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია", რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ"

"საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია", რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ"

22/07/2022 13:58:42 პოლიტიკა

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია", თუმცა ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავეები ამას არ აჩვენებენ. ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოს დევიზია "ძალა ერთობაშია". სამწუხაროდ, ევროკავშირის რეკომენდაციებზე მომუშავე პარალელური ჯგუფები არც ერთიანობას და არც ძალას არ აჩვენებენ. ევროკავშირში კანდიდატურა უნდა იქნას მიღწეული არა ერთი პარტიის, არამედ ერთიანი პოლიტიკური კლასის მიერ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, ყველა იღებს სარგებელს!", – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

როგორც ცნობილია, ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებისა და შესაბამისი კანონის პროექტების მომზადების მიზნით ოპოზიცია ცალკე პროცესს იწყებს და ალტერნატიული სამუშაო ფორმატების შექმნას გეგმავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S